Saturday, March 26, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე,განვიხილეთ შეფასების ინსტრუმენტები დაწვრილებით. გვქონდა ნაყოფიერი და დატვირთული დღე.
Sunday, March 20, 2016
ინტელის მე-4 დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ პროექტის მიზნებზე.,დაწვრილებით განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,მიმოვიხილეთ შეფასების ინსტრუმენტები.ეს დღეც იყო მეტად დატვირთული .
Saturday, March 19, 2016
ინტელის ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია
2016 წლის 19 მარტს ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის შაბლონი,ავარჩიეთ თემა ,დაწვრილებით ვიმსჯელეთ პროექტის თითოეულ პუნქტზე, ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის საგნობრივ სტანდარტთან შესაბამისობაზე ,გავწერეთ მიზნები,სამუშაო იყო საინტერესო,დატვირთული და ნაყოფიერი.
პირველი მოდულის რეფლექსია
2016 წლის 12მარტიდსან დავიწყეთ ინტელის ტრენინგი,პროექტებით სწავლება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას,კერძოდ,სწავლის პროცესი უფრო ხალისიანია,იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა,საკუთარი თავის რწმენა,თვითრეალიზაციის უნარი.პროექტი ფოკუსირებულია პრობლემური საკითხების გადაჭრაზე,ამ დროს მოსწავლეებში იზრდება თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის
უნარი.
პირველ მოდულზე გავეცანით ელექტრონულ სახელმძვანელოს,შევქმენით საქაღალდე,,ვისწავლეთ მასალების შენახვა,გავაკეთეთ ბროშურები,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,ეს 2დღე მეტად დატვირთული და ნაყოფიერი იყო.
უნარი.
პირველ მოდულზე გავეცანით ელექტრონულ სახელმძვანელოს,შევქმენით საქაღალდე,,ვისწავლეთ მასალების შენახვა,გავაკეთეთ ბროშურები,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,ეს 2დღე მეტად დატვირთული და ნაყოფიერი იყო.
Tuesday, September 15, 2015
Tuesday, July 14, 2015
გაკვეთილის გეგმა-ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილები
გაკვეთილის თემა
|
სამშობლოსთან შეხვედრა-ეჭვი და იმედი
|
კლასი,საფეხური
|
XI,საშუალო
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მასწავლებელი
|
ნინო ჭუმბურიძე
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
23.სსსმ საჭიროების მოსწავლე არ გვყავს
|
ესგ-ს მიზნები
|
ქართ.XI.2,ქართ.XI,3. ქართ,XI.5, ქართ. XI,8.ქართ.XI.10
|
გაკვეთილის მიზნები
|
არგუმენტირებული მსჯელობის, მოვლენათა
შედარება-შეპირისპირების,ანალიზის,სინთეზის,თანამშრომლობის,კომუნიკაციის,
კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
|
გაკვეთილის თანმიმდევრობა
|
საორგანიზაციო საკითხები-2წთ.
|
1.გამოწვევა.
|
წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება.ბავშვებმა იციან ეპოქისათვის დამახასიათებელი ნიშნები,ნასწავლი აქვთ „კაცია-ადამიანი“,
„რა გითხრათ,რით გაგახაროთ“, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო“.
|
აქტივობა
|
გონებრივი იერიში-8წთ.
|
აქტივობა
|
ცნების რუკის შექმნა-7წთ. ეეპოქის ძირითადი მახასიათებლებისა და ზნეობრივი
კრიტერიუმების გათვალისწინებით.
|
2.შინაარსის რეალიზება
|
ინფორმაციის მოძიება,ახალი ცოდნის კონსტრუირება,სახე-სიმბოლოების : თერგი,მყინვარი,დღე,ღამე.“ფოსტის
პოვოსკა“, „იამშჩიკი“, ამოცნობა და გაშიფვრა.
|
აქტივობა
|
ჯგუფური მუშაობა-15 წთ.ჯგუფები ამუშავებენ ტექსტს,გამოყოფენ ძირითად
საკითხებსა და ქვესაკითხებს და წარმოადგენენ საპრეზენტაციო ნაშრომს.
|
3.რეფლექსია
|
ძირითადი იდეების შეჯამება,ჩამოყალიბებული შეხედულებების გაზიარება-10წთ.
|
საშინაო დავალება
|
ესე-რა გავლენას ახდენს ერის ზნეობაზე თავისუფლების დაკარგვა-3წთ
|
შეფასება
|
წინასწარ მომზადებული რუბრიკით
|
რესურსები
|
წიგნები,23 კალამი,ფერადი ფანქრები,4ცალი დიდი ზომის ფორმატი
|
Subscribe to:
Posts (Atom)